„eTwinning Plus“

„eTwinning Plus“-ი წარმოადგენს „eTwinning“-ში ჩართვის პლატფორმას კონკრეტულ რეგიონებში მდებარე ქვეყნების (სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოში, იორდანიაში, ლიბანში, მოლდოვაშო, ტუნისსა და უკრაინაში) სკოლებისათვის.

picture

„eTwinning Plus“-ის შესახებ

“eTwinning პლუსი“ გვთავაზობს პლატფორმას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია რომელიმე მეზობელი ქვეყნის სკოლის პერსონალთან თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება და, შესაბამისად, „eTwinning“-ის ფართო საზოგადოების წევრად ქცევა.

„eTwinning Plus“-ის შესახებ

ამ განყოფილებაში თქვენ შეიტყობთ ახალ ამბებს „eTwinning“-ის ქსელის მასშტაბით. მიმოიხედეთ სცენის მიღმა და შეიტყვეთ რას სწავლობენ მასწავლებლები ერთმანეთისაგან და საკუთარ მოსწავლეებთან მუშაობის შედეგად, სხვა ქვეყნებში. გაეცანით „eTwinning“-ის ჯილდოს მფლობელ პროექტებს და მიიღეთ ინფორმაცია პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

ინსტრუმენტთა კრებული

პროექტების მზა ინსტრუმენტთა კრებული წარმოადგენს „eTwinning“-ის პროექტების წარმატებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლის სახელმძღვანელოს. პროექტების ინსტრუმენტთა კრებულით, როგორც ორიენტირით, შეუძლიათ ისარგებლონ  მასწავლებლებმა, რომლებსაც სურთ მსგავსი პროექტების გახორციელება, ან როგორც ინსტრუმენტით, საიდანაც მათ შეუძლიათ მიიღონ სტიმული და ახალი იდეები საკუთარი პროექტებისათვის.

პროექტები

გალერეაში შეგიძლიათ იხილოთ საუკეთესო პრაქტიკის საგანგებოდ შერჩეული მაგალითები, რომლებიც ემსახურება თქვენი შემოქმედებითი აზროვნების გააქტიურებას, როდესაც თქვენ ქმნით და ახორციელებთ „eTwinning“-ის თქვენს საკუთარ  პროექტს. იმისათვის რათა წვდომა მოიპოვოთ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითებზე, გაიარეთ რეგისტრაცია აქ. 

picture

იპოვეთ eTwinning-ი თქვენს ქვეყანაში

იცოდით, რომ eTwinning– ში 44 ქვეყანა მონაწილეობს მთელი ევროპის მასშტაბით და ასევე მის ფარგლებს გარეთ? თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ არის თუ არა თქვენი ქვეყანა წევრი eTwinning– ის პორტალის საწყის გვერდზე განთავსებულ რუკაზე, თუ ის არის, ეროვნული მხარდამჭერი სააგენტო (NSS) ან პარტნიორი მხარდამჭერი სააგენტო (PSA) მზადაა უზრუნველყოს დახმარება ეროვნულ ენაზე, ხელი შეუწყოს თქვენს ქვეყანაში eTwinning– ის პოპულარიზაციას, ორგანიზება გაუკეთოს პროფესიული განვითარების ღონისძიებებს და მრავალ სხვა აქტივობას.